აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ქვემოთ მითითებულ
ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე  კანდიდატთა შერჩევის მიზნით
გამოცხადდეს კონკურსი:

 

 

ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;

დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ე) სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობისა   და   საერთაშორისო   ურთიერთობების   სამსახურის   ხელმძღვანელის   ვაკანტურ   თანამდებობაზე;

ვ) რექტორის აპარატის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობა;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

 

ე) სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობისა   და   საერთაშორისო   ურთიერთობების   სამსახურის   ხელმძღვანელის   ვაკანტურ   თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);

ბ)   უმაღლეს   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   ადმინისტრაციულ  ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა (B 2 დონე);

დ)  საზღვარგარეთის  უმაღლეს   საგანმანათლებლო

დაწესებულებებთან/სამეცნიერო   ცენტრებთან   ერთობლივ   სასწავლო   ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

 

ვ) რექტორის აპარატის  ხელმძღვანელის   ვაკანტურ   თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) უმაღლეს   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება

 

კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან;

კონკურსანტთა განცხადებები მიიღება  2024 წლის 02 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ან . განცხადებები მიიღება ასევე უნივერსიტეტში, მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის 68, მე-3 სართული,  ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კონკურსანტმა განაცხადაში უნდა მიუთითოს რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე შემოაქვს განაცხადი, დაურთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და რეზიუმე /CV.

კონკურსი ჩატარდება  ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა (16-20 სექტემბერი); მეორე ეტაპი - კანდიდატთან გასაუბრება 23-30 სექტემბერი;

Created by Joomla.ge