ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ქვემოთ მითითებულ
ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით
გამოცხადდეს კონკურსი:
ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე;
დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ვ) რექტორის აპარატის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ა) შრომის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობა;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) სტუდენტთა დასაქმების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (B 2 დონე);
დ) საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივ სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
ვ) რექტორის აპარატის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 02 სექტემბრიდან;
კონკურსანტთა განცხადებები მიიღება 2024 წლის 02 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ან . განცხადებები მიიღება ასევე უნივერსიტეტში, მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის 68, მე-3 სართული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
კონკურსანტმა განაცხადაში უნდა მიუთითოს რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე შემოაქვს განაცხადი, დაურთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და რეზიუმე /CV.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა (16-20 სექტემბერი); მეორე ეტაპი - კანდიდატთან გასაუბრება 23-30 სექტემბერი;